დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანტიკრიზისული ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს განიხილავენ

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან.

მმართველი გუნდის ოპონენტები ბიუჯეტის ამ ვერსიას მხარს არ უჭერენ და აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, კორექტირებულ ბიუჯეტში მაკრო ეკონომიკური პარამეტრები სრულად შენარჩუნებულია.

კორექტირებული ბიუჯეტი 15 მილიარდ 923 მილიონია. მთავრობა 2020 წლის განმავლობაში საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურების სახელფასო ფონდს 57 მილიონი ლარით შეამცირებს. მცირდება ცალკეული სამინისტროების დაფინანსებაც. შედეგად კი, ჯამურად, 600 მილიონი ლარის დაზოგვაა დაგეგმილი, რომლის უდიდესი ნაწილიც, სოციალურ ხარჯებს მოხმარდება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button