აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა. ტელეკომპანია CBN News-სთვის მიცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა აღნიშნა,

რომ 2016 წლის მის საარჩევნო კამპანიას უთვალთვალებდნენ.

„ეს სახელმწიფო ღალატია. როდესაც მე დიდი ხნის წინ გამოვედი, ვთქვი, რომ ისინი ჩვენი კამპანიის წინააღმდეგ ჯაშუშობდნენ. ვთქვი, რომ ისინი იწერდნენ. აღმოჩნდა, რომ მე მართალი ვიყავი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

14 მაისს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას წინააღმდეგ მწვავე კრიტიკით გამოვიდა და „რესპუბლიკელ“ კანონმდებლებს მოუწოდა, ბარაკ ობამა ჩვენების მისაცემად გამოიძახონ.

„სენატორი ან კონგრესმენი რომ ვიყო, პირველი ადამიანი, ვისაც ჩვენების მისაცემად გამოვიძახებდი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდ პოლიტიკურ დანაშაულსა და სკანდალთან დაკავშირებით, ბარაკ ობამა იქნებოდა. მან ყველაფერი იცოდა“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სენატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლინდსი გრემმა ბარაკ ობამა უნდა გამოიძახოს.

აღსანიშნავია, რომ სენატორი ლინდსი გრემი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევასა და ტრამპის კამპანიისა და რუსეთს შორის კავშირების თაობაზე გამოძიების ფედერალური ბიუროს ქმედებებს იძიებს. დონალდ ტრამპის განცხადებით, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ აღნიშნული გამოძიება პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button