,,ეპიდემიოლოგები, სადაც საჭიროა, რამდენიმე პუნქტში მუშაობენ” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით,  სოფელ ყარაჯალაში დადასტურებული კოვიდინფიცირებულის წყაროს დადგენაზე სპეციალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

„მიმდინარეობს კვლევა. სად მუშაობდა, ვისთან ჰქონდა კონტაქტი, როგორ იყო ყარაჯალაში ჩასული და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის კვლევაში. ფაქტია, რომ საავადმყოფოში თავად მივიდა და მას ჰქონდა პნევმონია, შემდგომ ტესტი ჩაუტარდა, რომელიც დადებითი აღმოჩნდა. მიმდინარეობს კვლევა. ეპიდემიოლოგები, სადაც საჭიროა, რამდენიმე პუნქტში მუშაობენ.

ყველაფერი უკავშირდება პერსონალურ ინფორმაციას. მე რომ რამე გითხრათ პერსონალურ საკითხებთან მიმართებაში, ამას მოყვება პანიკა. ვიდრე არ გვეცოდინება დარწმუნებით, სად არის როგორ არის, ვერაფერს ვიტყვით. გიდასტურებთ, რომ არის ერთი ინფიცირებული ადამიანი, სოფელ ყარაჯალიდან, გიდასტურებთ რომ იყო თელავის საავადმყოფოში პნევმონიით. ამჟამად მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა. დღეს დილას დადგინდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button