ინფიცირებული, რომელსაც ,,კოვიდ-19” ყარაჯალაში დაუდგინდა, დიდუბის ბაზარში მუშაობდა

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის კახეთის განყოფილები უფროსის ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 63 წლის ქალის კონტაქტენი მოძიებულია. მას შემხებლობა ჰქონდა, შვილთან სიძესთან და შვილიშვილთან. სამივე მათგანი საკარანტინე სივრცეშია გადაყვანილი.

ნელი ხიზანიშვილის თქმით ინფიცირებული თბილისოდან ერთი დღის დაბრუნებული იყო და სოფელში ურთიერთობა არავისთან ჰქონია, აქედან გამომდინარე, ის რეგიონში არ დაინფიცირებულა.

“როდესაც თბილისიდან დაბრუნდა იმავე საღამოს ქალბატონმა თავი ცუდად იგრძნო და მეორე დღეს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს თვითდინებით მიმართა. დააწვინეს სტაციონარში და მოხდა სინჯის აღება, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა. რადგან ის თბილისში ცხოვრობს კონტაქტები ყარაჯალასთან არ იკვეთება. ამ ეტაპზე ვცდილობთ მოვიკვლიოთ ყველა დეტალი, სადმე ხომ არ გადაადგილდა ეს ქალბატონი უსაფრთხოების ნორმების დარღვევით. შემოწმდებიან ასევე მედიკოსებიც, როგორც მოგეხსენებათ ახალი რეგულაციების თანახმად, ცხელების ცენტრებისა და სასწრაფო დახმარების ექიმებს ტესტირება უტარდებათ 7 დღეში ერთხელ,” – აღნიშნა ხიზანიშვილმა.

დღეს სულ 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 2 საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა, ერთის ინფიცირების წყარო კი უცნობია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button