საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – გამოჯანმრთელდა 6 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 908 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 761-ს შეადგენს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის ორივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. მისივე განმარტებით, ორივე მათგანი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2710 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button