გიორგი გახარია – მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა გაუმჯობესდეს

ჩვენ განზომილებას, ეპიდემიასთან ბრძოლაში, ჯანმრთელობის და ეკონომიკის გარდა, უკვე პოლიტიკური განზომილებაც ემატება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილება არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხის შემდგომი გაუმჯობესება, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი.

„პირველ რიგში, მინდა ჩვენი პარლამენტის წევრებს მივულოცო ეს წარმატება და ეს შედეგი. რა თქმა უნდა, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ყველა ველოდით და არა ერთხელ გვითქვამს, რომ უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა, ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა ნელ-ნელა, ეტაპობრივად გაუმჯობესდეს, ცვლილებები დაიწყოს, გახდეს უფრო დემოკრატიული, ევროპული და ისეთი, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს ჩვენს საბოლოო მიზნამდე, ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციამდე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

136 ხმით ხუთის წინააღმდეგ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით გუშინ მიიღო.  კანონპროექტს მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა ფრაქციებმა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button