“ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს.

საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის.

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

ცნობილია, რომ რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ “ევროპული საქართველოს” წევრები.

,, ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, ისინი პატივს სცემენ ევროპული საქართველოსა და დამოუკიდებელი დეპუტატების გადაწყვეტილებას კენჭის ყრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. მათი შეფასებით, ეს რისკების გადაზღვევაა, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button