ე.წ კანონიერი ქურდი მინდია ლავასოღლი თურქეთის საპატიმროდან გაათავისუფლეს

ე.წ კანონიერი ქურდი მინდია ლავასოღლი თურქეთის საპატიმროდან გაათავისუფლეს. უფლებადამცველის თქმით, მას თურქულმა მხარემ რამდენიმე დღე მისცა ქვეყნის დასატოვებლად.

ლავასოღლი პირველივე ავიარეისით მინსკში ჩაფრინდა. ის ბელორუსის პოლიციამ დააკავა და ამ ეტაპზე, საემიგრაციო სამსახურში იმყოფება.

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ ქართულ მხარეს უკვე დაუკავშირდა ბელორუსის ოფიციალური უწყებები ექსტრადირების თაობაზე, თუმცა ჯერჯერობით, უცნობია, როდის გადმოსცემენ მინდია ლავასოღლის საქართველოს.

მას შემდეგ, რაც მინდია ლავასოღლი თურქეთის საპატიმროდან გაათავისუფლეს,ბათუმში მისი ოჯახის წევრების და ახლობლების აქცია შეწყდა.

შეგახსენებთ,ლავასოღლის ექსტრადირების მოთხოვნით ბათუმის მთავარ პროკურატურასთან და თურქეთის საკონსულოსთან 3 კვირის განმავლობაში აქციები მიმდინარეობდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button