ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.
ლევან რატიანის თქმით, უკვე ერთი კვირაა, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა. მისი განმარტებით, თვის ბოლომდე საავადმყოფო მუშაობას განაგრძობს, როგორც კოვიდ კლინიკა. მისივე თქმით, რადგანაც ქვეყანაში ამის საჭიროება აღარ არის, ჩვეულ სამუშაო რეჟიმზე დაბრუნებას უკვე მომდევნო თვიდან აპირებენ.