ვფიქრობ საბურთალოზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე – ალეკო ელისაშვილი

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ, რადგან, მისი თქმით, სასწორზე სახელმწიფოს სწორად განვითარების ბედი დევს.

“მესმის, რომ მათი თანამოაზრე, მეგობარი საპატიმროშია და ამაზე ოცნებას სიტყვა აქვს ნათქვამი, მაგრამ ეს ის მომენტია, როდესაც სახელმწიფოს სწორად განვითარების ბედი დევს სასწორზე და ამიტომ მე ყველას მოვუწოდებდი, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას, ევროპულ საქართველოს, დამოუკიდებელ დეპუტატებს, თავისთავად ოცნებასაც, რომ ყველამ დაუჭიროს მხარი ამ გადაწყვეტილებას,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა ის ოპოზიციის მიერ შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ის თავის კანდიდატურის დაყენებას საბურთალოზე აპირებს, ოპოზიციის გადაწყვეტილებისგან დამოუკიდებლად:

“არ დავმალავ, მე ვფიქრობ, საბურთალოზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მე თვითონ მივიღებ, ასევე იმ გუნდში რომელსაც წარმოვადგენ არის აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რომ შეიძლება სხვა მაჟორიტარულ ოლქებშიც ჩვენი კანდიდატები დადგნენ,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

რაც შეეხება იმას, შეიკავებს თუ არა მისთვის  კონკურენტი კანდიდატის დაყენებისგან ოპოზიცია თავს, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ეს ოპოზიციის გადასაწყვეტია.

“ეს პირი არ უჩანს აშკარად, თაკო ჩარკვიანმა თქვა, რომ დადგება, ის ოპოზიციური გაერთიანებას წარმოადგენს,”- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button