ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს COVID 19-ის დიაგნოზით ერთი პაციენტი დაემატა.
41 წლის ქალი ბათუმიდან გადაიყვანეს. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. კლინიკის ექიმის, თემურ ნადირაძის ინფორმაციით, გადაყვანა პაციენტის სურვილით მოხდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სტაციონარში, ამ დროისთვის, კოვიდ ინფექციის დიაგნოზით 7 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობას კიდევ  2 დაემატა და ამ დროისათვის, 895 – ს შეადგენს. ინფორმაცია stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.
2-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ამ დროისთვის 741-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2855 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 264.
ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციით 14 პაციენტი გარდაიცვალა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button