,,სუსისგან გამოვიდა ეს ინფორმაცია, შესაბამისად მათ იცოდნენ”- გიორგი გაბუნია

გიორგი გაბუნია მის შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლოში მივიდა, სადაც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უნდა გამოიკითხოს.

“ბევრი არ მაქვს სათქმელი, მე მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემი ლიკვიდაცია შესაძლოა ყოფილიყო დღის წესრიგში, მქონდა ზოგადი ინფორმაცია, დეტალების შესახებ არც უთქვამს და გამოძიებასთან საუბარიც არ შემიძლია, იმიტომ, რომ არ ვიცი, ვიცი რომ მითვალთვალებდნენ, რაც შეამჩნია ჩემმა დაცვამ.

მე, აგრეთვე, მქონდა ინფორმაცია, რომ სუსისგან გამოვიდა ეს ინფორმაცია, შესაბამისად მათ იცოდნენ, გამაფრთხილეს კიდევაც, რომ ამის შესახებ არავისთან უნდა მელაპარაკა,” – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.”

ჟურნალისტი

ჯერჯერობით არ აპირებს სახელმწიფოსგან დაცვა მოითხოვოს.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button