ბათუმში ფოტოგრაფებმა აქცია გამართეს

ბათუმში, ერას მოედანზე ფოტოგრაფებმა, ივენთმენეჯერებმა, და ოპერატორებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
ისინი ტრანსფარანტებით – „მე ვარ თვითდასაქმებული”, „მოგვაქციეთ ყურადღება“, „ქორწილი მხოლოდ ნათესავების თავშეყრა არ არის“ – ქალაქის ცენტრში გამოვიდნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქორწილებისა და სხვადასხხვა ღონისძიებების ორგანიზებით არიან დაკავებული, COVID-19 პირობებში კი უმუშევრად დარჩნენ.

„ჩვენ არ ვითხოვთ საღამოების სასწრაფო დაშვებას, 15 ივლისიდან ვითხოვთ განმარტებებს რა ფორმით იქნება დაშვებული ეს ღონისძიებები, რომ ჩვენი საქმიანობა დავგეგმოთ. აღარ გვაქვს შემოსავალი არსებობა გვიჭირდება ჩვენც და მოგვაქციონ ყურადღება.“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ფოტოგრაფმა არჩილ მანველიძემ.

ავტორი: ხვიჩა მამულაძე

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button