“კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციებით ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი და ყოველგვარი შემოსავლის გარეშე, ყველაზე მეტად დაზარალებული ხელოვნების სფეროა” – ზვიად შელია

კომპანია “სითი ივენთ ჯორჯიას” დამფუძნებელი

კომპანია “სითი ივენთ ჯორჯიას” დამფუძნებელი
ზვიად შელია სოციალურ ქსელში წერს:

“კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციებით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ხელოვნების და გასართობი სფეროა. ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი: ივენთ კომპანიები, ივენთ მენეჯერები, მათი დამხმარე – ასისტენტები, პროდიუსერები, წამყვანები, ხმის რეჟისორები, გამნათებლები, ბენდების წევრები – მუსიკოსები, მომღერლები, მოცეკვავეები, ფლორისტები, დახურული ტიპის რესტორნების და კლუბების თანამშრომლები (სადაც ცეკვა, მუსიკა და გართობაა პრიორიტეტული), ფოტოგრაფები, ვიდეოგრაფები, მსახიობები და ა.შ…

გარდა ამისა, თითოეულ ღონისძიებაზე ათობით ადამიანის დასაქმება ხდებოდა ერთჯერადად და ახლა ისინიც ყოველგვარი შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი. როგორიცაა ტექნიკური ჯგუფი და ის ადამიანები ვინც ქმნიან ღონისძიებას ტექნიკურად გამართულს.

უკვე აღარც იმის საშუალება არსებობს, ან საკუთარი ოჯახები, ან თანამშრომლები, რომელთა უკანაც ასევე ბევრი ადამიანია, დანაზოგით უზრუნველვყოთ. მოკლედ, თუ ძალიან მალე არ მოგვცემა შესაძლებლობა საქმიანობა განვაახლოთ, რამდენი ადამიანი დარჩება შემოსავალის და შესაბამისად, არსებობის საშუალების გარეშე, დაახლოებით ხვდებით ალბათ.

ჩვენთვის ყველაფერი გასაგებია, მათ შორის ისიც, რომ ეს შეზღუდვები და რეგულაციები ჩვენივე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის არის საჭირო, მაგრამ არ გვესმის სხვა რამე – თუ იმართება ქალაქში ღონისძიებები სადაც რეკომენდაციები არ არის სრულყოფილად დაცული, ჩვენთვის რატომ არის ეს შესაძლებელი? არც საკუთარი თავის და არც გარემოცვის მტრები ვართ, რაიმე სახიფათოდ გავაკეთოთ.

მე წარმოვადგენ ერთ-ერთ ივენთ კომპანიას და ჩემი კოლეგების, მეგობრების სახელითაც, მივმართავთ თხოვნით მათ, ვისაც ეხება, რომ ივენთ კომპანიებს მიეცეთ საშუალება ჩაატარონ სხვადასხვა ღონისძიებები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა წესის დაცვით, როგორიცაა: ხელების ხსნარით დამუშავება, დეზობარიერი, თერმოსკრინინგი, 2-მეტრიანი დისტანცია მაგიდებს შორის… ჩვენთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ასევე მიეცეთ უფლება მომღერლებს, მუსიკალურ ჯგუფებს და არტისტებს ჩაატარონ კონცერტები, რადგან სხვა შემოსავლის წყარო ამ ადამიანებს არ გააჩნიათ.

P.S. ვინმემ ხომ შეიძლება მოგვაქციოს ყურადღება და გაგვცეს პასუხი როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრბა და არსებობა.
საქართველოს მთავრობა თბილისის მერია / Tbilisi City Hall დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
City Event Georgia” – წერს ზვიად შელია

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button