რა უთხრა თურქეთის კონსულმა მაქბულე ქოჩაკმა ლავასოღლის დას

,,კონსულმა მითხრა, რომ ექსტრადაციის პროცესი, მიმდინარეობს, მაგრამ მე ეს არ მაკმაყოფილებს. მე მჭირდება დოკუმენტი, რაც დაადასტურებს იმას, რომ ექსტრადაციის პროცესი ნამდვილად მიმდინარეობს. მე ასეთი დოკუმენტი არც თურქეთიდან მაქვს, არც საქართველოდან განაცხადა”- ირინა გორაძემ, რომელიც დღეს, 18 ივნისს, თურქეთის კონსულს შეხვდა.
შეხვედრა ერთ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

როგორც ლავასოღლის ოჯახის წევრებმა განაცხდეს ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, რა ფორმით გააგრძელებენ საპროტესტო აქციას.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის საკონსულოსთან 15 ადამიანი ისევ შიმშილობს.

ავტორი: ხვიჩა მამულაძე

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button