მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაცია დასრულდა

თბილისში, მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაცია დასრულდა.​ რას უკავშირდებოდა ღონისძიება, ამ საკითხზე ოფიციალური ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.

Newsplus.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მხოლოდ ის უთხრეს, რომ ადგილზე განვითარებული მოვლენები რამდენიმე დღის წინ ქავთარაძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საქმეს არ უკავშირდება.

სავარაუდოდ კომენტარი ხვალ გაკეთდება. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ კინოლოგებიც.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button