,,კოვიდ-19”-ის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ყველა მათგანი იმპორტირებულია

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 893 შეადგინა. ინფორმაცია stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

ჯერჯერობით უცვლელი რჩება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ამ დროისთვის 731-ს შეადგენს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ამ დროისთვის ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5 -ია. საერთო რაოდენობამ კი 893 შეადგინა. 8-ით მოიმატა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამაც და ამ ეტაპზე კორონავირუსისგან განკურნებულია 739 ადამიანი. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 140-ია.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით 5 ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია, აქედან 4 არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267.

კორონავირუსით საქართველოში 14 პაციენტია გარდაცვლილი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button