BBC: „რამზან კადიროვი ქართველი ჟურნალისტის მკვლელობის ორგანიზებას უარყოფს“

„რამზან კადიროვი ქართველი ჟურნალისტის მკვლელობის ორგანიზებას უარყოფს“, – სტატიას ამ სათაურით BBC აქვეყნებს.

ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, სტატიის ავტორი საქართველოში სუს-ის მიერ რუსეთის მოქალაქის დაკავების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს აღწერს.

„ორშაბათს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. ყალბი საბუთების გამოყენების ბრალდებით დააკავა. განცხადების თანახმად დაკავება „შეკვეთილი მკვლელობის ორაგანიზაციის“ გამოძიების ნაწილია.

განცხადებაში არც ჟურნალისტია ხსენებული და არც კადიროვია და უწყება მოსახლეობას „ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა“, რათა მათ საქმეში სიმართლის დადგენა შეძლონ. უსაფრთხოების ძალებმა მეტი ინფორმაცია ინტერპოლის არხების მეშვეობით მოითხოვეს.

იმავე დღეს, ბატონ გაბუნიას უფროსმა, ნიკა გვარამიამ Open Caucasus Media-ს განუცხადა, რომ ვ.ბ. ჟურნალისტის მოსაკლავად რამზან კადიროვის ბრძანებით გამოაგზავნეს და სუს-მა ამის შესახებ უკრაინის ხელისუფლებისგან შეიტყო“, – წერს ავტორი.

სტატიაში ასევე მომხდართან დაკავშირებით ჩეჩნეთის ლიდერის კომენტარია მოყვანილი, რომელიც კადიროვმა გუშინ Telegram-ზე გაავრცელა: „დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი ბრძანებით მოქმედებს, დავალებას ასრულებს. გიორგი გაბუნიას ურჩევნია დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ჩემს მტრად დარჩება“, – დაწერა კადიროვმა.

BBC იმ ინციდენტსაც იხსენებს, რა დროსაც გიორგი გაბუნიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეურაცხყოფა მიაყენა და უცენზურო ლექსიკა იხმარა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button