ჟურნალისტი გიორგი გაბუნია სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს

“მთავარი არხის” ჟურნალისტი გიორგი გაბუნია ხვალ 10:00-ზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. უწყებიდან მოწვევა ჟურნალისტმა დღეს მიიღო. იგი სუს-ში მოწმის სახით გამოიკითხება.

აღნიშნულ საქმეზე გამოსაკითხად ,,მთავარი არხის” ხელმძღვანელ – ნიკა გვარამიაც იყო დაბარებული, თუმცა სუსში მისვლაზე უარი თქვა და გამოკითხვას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით თანხმდება.

მოგეხსენებათ, რომ  12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button