კავეას “დრაივ-ინ” ლისზე და იუსტიციის სახლთან ივლისში გაიხსნება (ფოტო)

ლისის ტბაზე, ახალ იპოდრომზე და იუსტიციის სახლის პარკინგზე “კავეას” ქსელი კინოთეატრს მანქანებისთვის გახსნის და მაყურებლები უახლეს რეპერტუართან და მსოფლიო პრემიერებთან ერთად, კინომარათონებს და სხვა ივენთებს იხილავს.

ლისის ახალი იპოდრომის და იუსტიციის სახლის პარკინგზე, კავეა drive-in კინოთეატრები საწყის ეტაპზე მინიმუმ 200 ავტომობილზე იქნება გათვლილი, მოეწყობა სპეციალური სივრცე სხვა სახის ტრანსპორტისა ავტომობილების გარეშე მოსული მაყურებლისთვისაც. მოთხოვნის შემთხვევაში ეს რაოდენობა გაიზრდება.

რაც შეეხება სეანსების რაოდენობას საღამოს 8 საათის შემდეგ, 1 ან 2 ჩვენება იქნება და კავეა drive in კინოთეატრები ივლისის პირველ ნახევარში გაიხსნება.

(NEWSPLUS.GE)

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button