ბათუმში ავარიას 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმში ავარიას 6 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, გადაჭარბებული სისწრაფით მოძრავი ავტომობილი ქვეითად მყოფ ბავშვს დაეჯახა

6 წლის გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადას შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button