,,ვფიქრობ რომ ეს კრიმინალური დანაშაული უნდა მომსახურებოდა გარკვეული დესტაბილიზაციის შექმნას საქართველოში”- გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის თემაზე განმარტავს, რომ სპეცსამსახურების ეფექტური მუშაობით, ქვეყანამ დესტაბილიზაციის საფრთხე თავიდან აიცილა.

“ვფიქრობ რომ ეს კრიმინალური დანაშაული უნდა მომსახურებოდა გარკვეული დესტაბილიზაციის შექმნას საქართველოში, ამით წამოიწეოდა რუსული თემა და ასევე გაბუნიას კრიტიკული გამონათქვამებიც, რომლის შემდეგაც გაკეთდებოდა დასკვნები, რომელიც ჩვენი ოპონენტების გარკვეულ ჯგუფს აბსოლუტურად არ ეზარება. მადლობა უსაფრთხოების სამსახურს, რომ ეს ოპერაცია ჩაატარა და ასეთი ბოროტი განზრახვა გამოავლინა,” – განაცხადა გიორგი ვოლსკმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button