ვარკეთილში ხანძარი ლოკალიზებულია

ვარკეთილში ხანძარი ლოკალიზებულია. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

დამწვარია ბაზრის ტერიტორიის 1000 კვადრატული ფართობი. ადგილზე ამ დრომდე მუშაობს 25 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, მობილიზებულია სპეციალური ავტოცისტერნა.

ბენზიგასამართ სადგრზე ან საცხოვრებელ კორპუსებზე ცეცხლის გადასვლის საშიშროება აღარ არის.

ამ დროის ინფორმაციით, ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც ძლიერი ცეცხლი გაჩნდა, არავინ იმყოფებოდა, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციითვე, დაშავებულები არ არიან.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button