ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორია ხანძრის შემდეგ (ფოტოები)

ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ამ დრომდე მუშაობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება.

ბაზრობის ტერიტორიაზე არიან მოვაჭრეების ნაწილი. ისინი ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ, რის უფლებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევენ.

დღეიდან, ზარალის დათვლა დაიწყება. შერეული ბაზრობის მოვაჭრეთა ნაწილი აცხადებს, რომ პროდუქცია დაზღვეული არ ჰქონდათ. თბილისის მერის მოადგილემ უკვე განაცხადა, რომ ყველა დაზარალებულს სახელმწიფო გვერდში დაუდგება.

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, ხანძარი გუშინ ღამით გაჩნდა. მიზეზი ამ დრომდე უცნობია. დაიწვა ბაზრობის 1000 კვადრატული მეტრი ფართობი. ცეცხლის ჩასაქრობად 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობდა.

ცეცხლი მოედო სასაწყობე ჯიხურებსაც. პირველადი ინფორმაციით, დაიწვა ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები. იყო ცეცხლის გავრცელების საშიშროება ავტოგასამართ სადგურზეც, თუმცა მეხანძრეების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ეს საფრთხე სრულად აღიკვეთა.

ხანძრის კერის სიახლოვეს მდებარე კორპუსს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დენის მიწოდება შეუწყდა, განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. კორპუსში ძლიერი კვამლიც შეინიშნებოდა.

 

 

 

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button