ლუკა სირაძის მიმართ ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიური იძულების ფაქტს – სახელმწიფო ინსპექტორი

სახელმწიფო ინსპექტორმა დღეს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზეც ისაუბრა. შეგახსენებთ, არასრულწლოვანის სუიციდის შემდეგ საქმესთან დაკავშირებით გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე უწყებას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ ფსიქოლოგიური იძულების ფაქტს.

მწვანე სკოლის ყოფილმა მოსწავლემ, 15 წლის ლუკა სირაძემ, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. 2 დღეში ის საავადმყოფოში დაიღუპა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button