თურქეთში მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 18 დაშავდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 18 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. სტიქია ბინგოლის პროვინციაში მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე, დაზუსტებული ინფორმაციით, 5.7 მაგნიტუდამდე აღწევდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ჩამოინგრა ორი სამეთვალყურეო კოშკურა. ნანგრევებში მოჰყვა სამი ადამიანი.

სტიქიური უბედურების ზონაში მივიდა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოქტაი და შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუოქტაის ინფორმაციით, დაშვებული 18 მოქალაქიდან არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სტიქიას 33 განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო დახმარების მანქანები. დაზარალებულებისთვის გაშალეს დროებითი კარვები. სტიქიური უბედურების ზონაში ასევე იმყოფებიან „წითელი ნახევარმთვარის“ წარმომადგენლები.

სტიქიის დროს ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ პროვინციებში. მათ შორის ტრაპიზონში, ყარსში და დიარბაქირში.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button