გია ვოლსკი – არჩევნების ვადის გადაწევა მხოლოდ იმ სიტუაციაში იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

დეპუტატის თქმით, თუ სახელმწიფოში საგანგებო ვითარება შეიქმნება, ამას მხოლოდ „ქართული ოცნების“ პარტიული ხელმძღვანელობა კი არ დაადასტურებს, ეს იქნება საქვეყნოდ აღიარებული თემა, მათ შორის ოპონენტების მიერ.

„უბრალოდ, ეს რეალობა, რასაც თვითონაც აღიარებენ, ცდილობენ, გამოიყენონ პოლიტიკური განცხადებებისთვის, თითქოს „ქართულ ოცნებას“ აწყობს არჩევნები დეკემბერში. საზოგადოება სასიკვდილო საფრთხის წინაშე არ უნდა დადგეს, ეს თავადაც კარგად იციან, არც მალავენ, ამას ამბობენ, მაგრამ ჟურნალისტების საყურადღებოდ ამატებენ, თითქოს რატომღაც, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გადაწევა უნდა. დამარცხების შიში გვაქვს და რაც უფრო გვიან დამარცხდებიან უკეთესიაო? – ეს ყველაფერი არალოგიკურია, არ მინდა, სიტყვა სისულელე გამოვიყენო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button