ახალციხეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ავარიაში მოყვა

ახალციხეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ავარიაში მოყვა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 112-ის ჯგუფს ავადმყოფი, სოფელ საძელიდან ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავდა.

არსებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი “ტოიოტას” მარკის ავტომობილი ჯერ სასწრაფოს, მერე კი ხეს შეეჯახა. დაშავებული ექიმი და სასწრაფოში მყოფი პაციენტი საავადმყოფოში სხვა ბრიგადამ გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button