დღეს დადასტურებული 13 ახალი ინფიცირების შემთხვევიდან 3 სამედიცინო პერსონალია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა და 864-ს შეადგენს. აქედან გამოჯანმრთელდა 703 პაციენტი.

დღეს გამოვლენილი ინფიცირებულებიდან 3 სამედიცინო მედპერსონალია. კორონავირუსი რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს დაუდასტურდათ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, ამჟამად კლინიკაში სამედიცინო პერსონალიდან 9 პაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ საკითხს იკვლევს, თუმცა პირველადი ინფორმაციით, ინფექცია კლინიკაში გარედან შეტანილია.

“სულ გვყავს 9 პაციენტი, ჩვენი კოლეგები, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ. საბედნიეროდ, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფიცირების წყაროს რაც შეეხება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის – იყო ეს შიდა გავრცელება თუ გარედან.

მედპერსონალის ინფიცირების წყაროს რაც შეეხება, დეტალურად იკვლევს NCDC, ჯერჯერობით საბოლოო დასკვნა არ გვაქვს, თუმცა პირველადი რაც გვითხრეს, ისე იძებნება კონტაქტები, რომ სავარაუდოდ გარედან შემოსული ინფექციაა,” – განაცხადა ლევან გოფოძემ.

,,კოვიდ-19”-ის ინფექციით საქართველოში მე-14 პაციენტი გუშინ გარდაიცვალა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button