თურქეთის აღმოსავლეთით 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთის აღმოსავლეთში 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ბინგოლის სიახლოვეს იყო.

ბინგოლის გუბერნატორის კადირ ექინჩის განცხადებით, სამხედრო სამეთვალყურეო კოშკი ჩამოინგრა, დაშავდა 3 მესაზღვრე.

ახლოს მდებარე სოფლებში დაზიანდა 10-მდე სახლი.

ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ პროვინციებშიც, მათ შორის, ერზრუმში, ტრაპიზონში, ყარსში, დიზარბარში,  მარდინსა და მალატიაში.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button