აბასთუმანში ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არის.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, შემოვიდა შეტყობინება რომ აბასთუმანში, ტყის მასივში შეინიშნებიდა დაკვამლიანება.

შეტყიბინების მიღებიდან, ადგილზე მივიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. მათ ადგილზე დახვდა წიწვოვანი ტყის ხანძარი. მოკლე დროში მოხდა ადგილზე დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება, როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან, ასევე ქვემო ქართლიდან.

ადგილზე ამ დროისთვის მუშაობს 65 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ქრობაში, ასევე, ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასაზაღვრო პოლოციის ორი ვერტმფრენი. მათ ტყის ხანძარზე უკვე განახორიციელეს 10 დასხმა.

ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არაა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button