ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის თანამშრომელს ,,კოვიდ-19” დაუდასტურდა – წყარო უცნობია

თბილისში, ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის თანამშრომლის კოვიდინფიცირების წყარო უცნობია.

„არ ვიცით, ცალსახად სად დაინფიცირდა ჩვენი თანამშრომელი. ინფიცირებული არის კლინიკის ეკონომისტი, მხოლოდ ადმინისტრაციულ ნაწილში მუშაობს, რომელიც იზოლირებულია კლინიკური ნაწილისაგან. მას კლინიკურ ფლიგელთან შეხება არ ჰქონია. ადმინისტრაციის 12 თანამშრომელი, რომელთაც ჰქონდათ ამ პირთან კონტაქტი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგ ხათუნა ზახაშვილთან სატელეფონო კონსულტაციის შემდგომ, იზოლირებული არიან მომავალი ორი კვირის განმავლობაში. ჩვენი თანამშრომლის ინფიცირების წყარო უცნობია“, – განაცხადა აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა, მანანა ჟვანიამ.

მისივე თქმით, ჟვანიას კლინიკაში კოვიდინფექციის შემთხვევა არ ყოფილა, გამოკვლეულია ყველა პაციენტი, რომელმაც დაწესებულებას ცხელებითა და კოვიდინფექციის საეჭვო სიმპტომებით მიმართა, თუმცა ახალი კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა.

ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის თანამშრომელს ახალი კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button