დღეიდან დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულოა – წესის დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 20 ლარით დაჯარიმდება

კორონავირუსის პანდემიის გამო, ექიმები საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, ხელისუფლება კი ცდილობს, მოწოდება კონკრეტული რეგულაციებითაც გაამყაროს.

დღეიდან დახურულ სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულოა. დარღვევა კი დაჯარიმებას გამოიწვევს. პირბადის ტარების წესის გაუთვალისწინებლობა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით.

რეგულაციებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებაა საზოგადოებაში. ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯარიმები აუცილებელია, ნაწილი კი მოქალაქეების სოციალურ პრობლემებს უსვამს ხაზს და ამბობენ, რომ მოქალაქეებს პირბადეების შეძენის საშუალებაც კი არ აქვთ.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას პირბადეები უფასოდ გადაეცემათ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button