ბოლო 24 საათში გამოვლენილი 14 ახალი შემთხვევიდან 5-ის წყარო უცნობია – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

“გუშინდელის შემდეგ, კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამ დროისთვის საქართველოში ვირუსის 851 შემთხვევა არის დადასტურებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს მათი რაოდენობა დღეს, 5-ით გაიზარდა და საერთო ჯამში, 702-ს შეადგენს.

14 ახალი შემთხვევიდან 2 გახლავთ სამედიცინო პერსონალი, 5 საკარანტინო სივრციდან, ერთი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 5 პაციენტის წყარო კი დაუდგენელია. საერთო ჯამში, დაუდგენელი პირველწყარო სულ 10 პაციენტთან გვაქვს. რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, აქ ისევ ორი მძიმე პაციენტი გვყავს.

მეორე ტალღა არის ის, როდესაც ჯერ პირველი მთავრდება. ჩვენ თუ ასეთი ტემპით წავედით, მეორე ტალღას შევუერთდებით. აუცილებელია არსებული სიტუაციის მოწესრიგება და მისი შენარჩუნება,”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button