მთავარიკომენტარი,,დაავადების გავრცელება იღებს შედარებით უკონტროლო ხასიათს'' - ხათუნა ზახაშვილი

,,დაავადების გავრცელება იღებს შედარებით უკონტროლო ხასიათს” – ხათუნა ზახაშვილი

დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა და განსაკუთრებით მზარდია იმ პირთა რიცხვი, რომელთა ინფიცირების წყაროს დადგენა შეუძლებელი ხდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ დაფიქსირებულ შემთხვევათა შორის გაჩნდა პირველი ნიშნები იმისა, რომ დაავადების გავრცელება შედარებით უკონტროლო ხასიათს იღებს.

“საქართველოს ტერიტორიაზე კორონავირუსის ჯერ კიდევ ერთეული შემთხვევები რეგისტრირდება, თუმცა ამ შემთხვევათა შორის გაჩნდა პირველი ნიშნები იმისა, რომ გართულებულია შემთხვევის ინფექციის წყაროს მიგნება, რაც ნიშნავს იმას, რომ დაავადების გავრცელება იღებს შედარებით უკონტროლო ხასიათს.

ამიტომ დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია იმ ზოგადი რეკომენდაციების დაცვა, რაც მოწოდებულია ქვეყნის მოსახლეობისთვის, ქვეყნის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის,” – აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.

პოპულარული სიახლეები