6 თვის მანძილზე გადავადებული სესხების პროცენტი უნდა ჩამოიწეროს – გიორგი ვაშაძე

“ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე, საბანკო სესხების პროცენტის განახევრებისა და გადავადებული სესხების პროცენტის ჩამოწერის ინიციატივით გამოდის. ვაშაძემ აღნიშნა, რომ მსოფლიოს ქვეყნებში ვითარება შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ საქართველოში საბანკო საპროცენტო განაკვეთი ყველაზე მაღალია.

“უსამართლობაა, როცა მოსახლეობის 99% ღარიბდება და მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილი ყოველწლიურად მდიდრდება. დღეს საქართველოსი მილიონ ოჯახზე მეტს აქვს სესხი ბანკიდან გამოტანილი. დღეს საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს ბიზნესი, რომელსაც არ აქვს სესხი გამოტანილი. მაგრამ ყველაზე დიდი უსამართლობაა, რომ მსოფლიოსი ყველაზე მეტ პროცენტს საქართველოს მოსახლეობა იხდის ამ სესხებში.

6 თვის მანძილზე გადავადებული სესხების პროცენტი უნდა ჩამოიწეროს, ხოლო შემდეგ პერიოდში, მინიმუმ, უნდა განახევრდეს პროცენტი. მივმართავ მთავრობას, ოპოზიციის წარმომადგენლებს, ბიზნესსექტორს, ყველამ დავაფიქსიროთ ეს პოზიცია. საქართველოში ეკონომიკა ვერ განვითარდება, თუ ასეთი ძვირი სესხი ექნება ქართულ ეკონომიკას,”-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button