საბურთალოზე, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა

საბურთალოზე, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა. სამართალდამცველებმა სავარაუდოდ ჩეჩენი ეროვნების ახალგაზრდა კაცი დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებები დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელობდა. უწყების წარმომადგენლებმა „დრიმ თაუნის“ საცხოვრებელ კორპუსში ის ბინა გაჩხრიკეს, რომელსაც დაკავებული რამდენიმე თვის განმავლობაში ქირაობდა.

ნივთმტკიცების სახით ამოღებულია გარკვეული ნივთები, თუმცა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, საქმე ნარკოდანაშაულს ეხება. მათივე თქმით, დაკავების დროს სამართალდამცველებმა დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს არ აკეთებს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button