გორში მცხოვრებ 47 წლის ქალს ,,კოვიდ-19” დაუდგინდა – მისი ინფიცირების წყარო უცნობია

,,კოვიდ-19”-ით ინფიცირებული რამდენიმ,ე პაციენტის შემთხვევაში ეპიდემიოლოგები დაავადების პირველწყაროზე ვერ გადიან, ასეთი შემთხვევა ბოლო 2 დღეში უკვე რვაა.

არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ განგაშის საფუძველი უკვე არსებობს, რადგან ვირუსის გავრცელება უკონტროლო ხასიათს იღებს.

გორში მცხოვრებ 47 წლის ქალს ვირუსი დაუდგინდა, ეპიდემიოლოგები წყაროს ვერ ადგენენ. ინფიცირებული ავეჯის მაღაზია “ემბავუდის” თანამშრომელია. არსებული ინფორმაციით, ქალი სამედიცინო დაწესებულებაში სასუნთქი გზების ინფექციაზე მკურნალობდა და მოგვიანებით მას ვირუსი დაუდასტურდა. მასთან დაკავშირებული 8 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება.

47 წლის ქალის შვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაშია დასაქმებული, მისი მონაცემები უკვე ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. თუმცა, ეპიდემიოლოგების თქმით, ვირუსის გავრცელების საფრთხე მისი მხრიდან არ არსებობს, რადგან ინფიცირებულის შვილი დისტანციურად მუშაობდა. ავეჯის მაღაზია დროებით დაკეტილია.

47 წლის ქალის მეზობლების ინფორმაციით, ამ დრომდე მათთან ეპიდემიოლოგები არ მისულან.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button