რომ არ მოხდეს შეზღუდვების მოხსნის შეფერხება, ყველამ დავიცვათ წესები – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე  ამბობს, რომ თუ დღეს გამოვლენილი ინფიცირებულების შემთხვევაში პირველწყარო ვერ დადგინდა, იქნება ძალიან ცუდი, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ასებობენ უსიმპტომო ინფიცირებულები. პაატა იმნაძის თქმით, აუცილებელია საზოგადოებამ ამჟამად მოქმედი ყველა წესები დაიცვას, რათა არ მოხდეს რაიმე შეზღუდვების მოხსნის შეფერხება.

“შეიძლება გავიდეთ რაიმე დაინფიცირების წყარო სად იყო, მაგრამ თუ ვერ გავედით – ეს არის ძალიან ცუდი და იმას ნიშნავს, რომ მოსალოდნელიც არის, რომ რა თქმა უნდა, ინფიცირების წყაროები იქნებიან, მათ შორის უსიმპტომო ინფიცირების წყაროები.
ამიტომაც იმისათვის, რომ არ მოხდეს რაიმე შეზღუდვების მოხსნის შეფერხება, ამისათვის საჭიროა ყველამ დავიცვათ ის წესები, რაც ახლა მოქმედებს,” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button