ბათუმში ლავასოღლის ექსტრადიციის მოთხოვნით ოჯახის წევრებმა თურქეთის საკონსულოსთან კარვები გაშალეს ( ფოტო)

დღეს ბათუმში, კანონიერი ქურდის მინდია გორაძის იგივე ,,ლავასოღლუს” ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა იუსტიციის სახლთან კიდევ ერთი აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვენ და პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ.

აქციის მონაწილეებლამ მსვლელობა იუსტიცის სახლიდან თურქეთის საკონუსულოსკენ აქციით მივიდნენ.

აქციის მონაწილეები განცხადებით, ლავასოღლი ექსტრადიციისთვის მოსამზადებელ დროებითი დაკავების იზოლატორის ნაცვლად, ციხეში ცუდ პირობებში იმყოფება, სადაც სასჯელს უკვე გასამართლებული პირები იხდიან. მათი თქმით, ეს უსამართლობაა.

კანონიერი ქურდის ახლობლები თურქეთის საკონსულოს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეებმა საკონსულოსთან კარვები გაშალეს.

შეგახსენებთ, რომ 15 ადამიანი, შიმშობს ოთხს ისევ პირი აქვს ამოკერილი.

ავტორი: ხვიჩა მამულაძე 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button