70 წელს ზემოთ მყოფ პენსიონერებს პირველი ივლისიდან პენსია 30 ლარით გაეზრდებათ – გიორგი გახარია

1 ივლისიდან საქართველოში პენსიები იზრდება. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა.

“ანტიკრიზისული გეგმა საკმაოდ სერიოზული ნაშრომია. ჩვენ ამ ბიუჯეტით შევინარჩუნეთ პენსიების ზრდის გეგმა, რომელიც წლის დასაწყისიდან გვქონდა გამოცხადებული. ამ მექანიზმებით, ჩვენს პენსიონერებს 70 წელს ზემოთ, პირველი ივლისიდან პენსია 30 ლარით გაეზრდებათ და საერთო ჯამში, ის 250 ლარს მიაღწევს.

გარდა ამისა, მაღალ სოფლებში მცხოვრები პენსიონერები კიდევ უფრო მეტ პენსიას მიიღებენ და მათი საპენსიო სარგებელი 300 ლარი იქნება. ასევე მნიშვნელოვანია ის დაზღვევის მექანიზმები, რომელიც პენსიონერებს აძლევს შესაძლებლობას, რომ პენსია ეტაპობრივად გაიზარდოს. ზრდა იქნება დაკავშირებული, როგორც ინფლაციასთან, ასევე 70 წელს ზემოთ ადამიანებისათვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან.

ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ნებისმიერი ეკონომიკური ზრდისა თუ ინფლაციის მაჩვენებლების პირობებშიც, თითოეული პენსიონერი გარანტირებულად მიიღებს 20 ლარს ყოველწლიურად ეს ეხებათ 70 წლამდე ადამიანებს, ხოლო 70 წელს ზემოთ მყოფი პენსიონერები კი, 25 ლარს,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button