სოფელ ქვემო ბოდბეში მიტოვებული ახალშობილი ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ იპოვეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში თანასოფლელებმა მიტოვებული ახალშობილი ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

მოქალაქეებმა გამოიძახეს სამართალდამცველები, რის შემდეგაც მამრობითი სქესის ბავშვი წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმის შეფასებით, ჩვილს დაზიანებები არ აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე გამოძიება 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button