,,კოვიდ-19″-ის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 მათგანის წყარო ამ ეტაპზე უცნობია – მარინა ეზუგბაია

ნფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

“დღეს დაგვემატა 6 ახალი შემთხვევა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა შემთხვევა 228 გახლავთ. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 4-ით გაიზარდა და უკვე 994 გვყავს.
ექვსი ახალი შემთხვევიდან ერთი საკარანტინო სივრციდანაა, ერთი სამედიცინო პერსონალია და 4 გახლავთ პაციენტი, რომელთა წყაროს დადგენაც გრძელდება, მათთან პირველწყარო ჯერ დადგენილი არ არის.

ჩვენს ცენტრში აღნიშნული 6 პაციენტიდან ერთი მკურნალობს, ის ასაკოვანია და შეიძლება ითქვას, რომ მისი მდგომარეობა სხვა პაციენტებთან შედარებით მძიმეა. მას 4 რისკის ფაქტორი აქვს, არის ასაკოვანი, ქრონიკული დაავადებების მქონე, შაქრიანი დიაბეტით და პარალელურად აქვს ჰიპერტონული დაავადება. პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია და მძიმე პნევმონია აქვს. ამასთან, პაციენტი, რომელიც აქამდე მძიმედ ითვლებოდა, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ალბათ მალე გაეწერება კლინიკიდან.

ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთნიშნა ციფრებია და  ეს არ არის ცუდი. უკვე დიდი ხანია 10-ზე მეტი დადასტურებული პაციენტი არ გვყოლია. ამიტომ, ამ 6 ახალ შემთხვევაზე ნუ ვისაუბრებთ, როგორც რაღაც განსაკუთრებულად მომატებულ ციფრზე. ეს არის ზომიერი, კონტროლირებადი მატება და თუ ასე გაგრძელდა, ეს კარგია, “- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button