სადაზღვევო კომპანია “უნისონის” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – ოფისის თანამშრომლებს სწრაფი ტესტირება უტარდებათ

სადაზღვევო კომპანია “უნისონის” ოფისში კორონავირუსზე მოწმდება ყველა ის პირი, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა. პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა, ბოლოს სამსახურში 27 მაისს იმყოფებოდა.

ოფისს დეზინფექცია ჩაუტარდა. ირკვევა, რომ სამსახურში მისულ “უნისონის” თანამშრომელს დაცვამ სიცხე გაუზომა, მას ტემპერატურა აღმოაჩნდა, რის მერეც ეჭვი მიიტანეს კორონავირუსზე და მას ინფექცია დაუდასტურდა.

“მოსულ თანამშრომელს აღენიშნა სიცხე და არ იქნა ოფისში შემოშვებული დაცვის მიერ. იმის მერე ეს თანამშრომელი არ გამოცხადებულა ოფისში, უბრალოდ იმ მომენტში რამდენიმე ადამიანთან ჩავლითი კონტაქტი ჰქონდა. დღეს გავიგეთ, რომ დაუდგინდა კორონავირუსი,” – განაცხადა “უნისონის” ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button