„როცა ტურიზმი გაიხსნება, აუცილებლად იქნება შემთხვევების მატება”- თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ტურიზმის გახსნასთან ერთად შემთხვევებიც მოიმატებს, თუმცა ეს კატასტროფად არ უნდა აღვიქვათ, რადგან საქართველოს ყველა პირობა აქვს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღას ძალიან წარმატებულად შეხვდეს.

„როცა ტურიზმი გაიხსნება, აუცილებლად იქნება შემთხვევების მატება, მაგრამ, მინდა, დავამშვიდო მოსახლეობა, რომ ეს არ უნდა აღვიქვათ როგორც კატასტროფა, ის, რაც დაარღვევს ჩვენს ცხოვრების რიტმს, ხელს შეუშლის ჩვენი ეკონომიკის რეცესიიდან გამოსვლას. პაციენტების გარკვეულ, გონივრულ რაოდენობას, იქნება დღეში ახალი 10 პაციენტი, თუ 20, ჩვენი კლინიკური სექტორი თავისუფლად გაუმკლავდება. თუმცა, არ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას და თავისუფლება გონივრულობის ფარგლებში გამოვიყენოთ“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button