თბილისში დღეს კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელთა წყარო ჯერ დაუდგენელია

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ინფიცირების წყარო უცნობია.

ხუთივე ინფიცირებულთან ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

ამ დროისათვის ქვეყანაში სულ 827 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორისაა 690 გამოჯანმრთელებული.

საქართველოში კორონავირუსით სულ 13 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის  რეჟიმში 3230 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში დაკვირვების ქვეშ – 285 .

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button