პირველი ივლისიდან პენსიები იზრდება

პენსიების ზრდასთან დაკავშირებული პირობა შენარჩუნებულია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ წელს საქართველოში პენსიები გაიზრდება.

მისივე თქმით, პენსიები გაიზრდება და მეტიც, მთავრობამ პენსიების ინდექსაციის კანონი შემოიტანა.

„ასევე, ამ წლის ბიუჯეტში ჩადებული იყო, რომ 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია გაიზრდებოდა კიდევ 30 ლარით.

ეს შენარჩუნდა, ანუ ეს პირობა შენარჩუნდა. სხვაგანაც გვქონდა, ზოგან მატება იყო ხელფასების, მაგრამ გავაჩერეთ, როგორც პრემიების გაცემა შევზღუდეთ, ასევე ვაკანსიებზე აყვანაც დავაკონსერვეთ, მაგრამ პენსიებზე, ამ დანაპირებზე უარი არ ვთქვით. პენსიები გაიზრდება პირველი ივლისიდან, როგორც დაგეგმილი იყო“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

აღნიშნული ინიციატივის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყოველ წელს პენსიების ზრდა მოხდეს შემდეგი პარამეტრით – 70 წლამდე პენსიონერს პენსია გაეზარდოს ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის პენსიონერებს გაეზარდოს ინფლაციით, პლიუს ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტით. თუმცა მინიმუმ, თანხები უნდა იყოს 20 ლარი 70 წლამდე ასაკის პენსიონერისთვის და 25 ლარი მეორე კატეგორიისთვის“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button