“გვსურს გამოვეხმაუროთ სოფელ ნაღვარევის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე თითქოსდა მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას”

“გვსურს გამოვეხმაუროთ სოფელ ნაღვარევის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე თითქოსდა მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას:

პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ ეკლესიასთან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით დაწყებული უნებართვო მშენებლობა შეჩერდა თავიდანვე სწორედ დუშეთის მუნიციპალიტეტისა და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გაფრთხილების საფუძველზე.

დუშეთის მუნიციპალიტეტს აღნიშნულ ადგილზე რაიმე სახის ობიექტის მშენებლობისთვის არცერთი კომპანიისთვის ნებართვა არ გაუცია. ამჟამად მიმდინარეობს საკითხის სრული შესწავლა, რის შემდეგაც მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები და ინფორმაცია გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება საზოგადოებას.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სოფელ ნაღვარევის ეკლესიასთან მშენებლობა არ წარმოებს და შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ეკლესიის დანგრევის საფრთხის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს. დუშეთის მუნიციპალიტეტი არ დაუშვებს, რომ სოფელ ნაღვარევის ეკლესიას შეექმნას რაიმე საფრთხე.”

შეგახსენებთ, რომ სოფელ ნაღვარევში, ჩინელების მიერ უკანონოდ წამოწყებული მშენებლობის გამო, მოსახლეობა საპროტესტო აქციას გეგმავს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button