საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

საქალაქთაშორისო ტრანსპორტში მოქალაქეები ვალდებულნი არიან, ეკეთოთ პირბადე და დაიცვან აუცილებელი ნორმები.

ამასთან, დიდუბის ავტოსადგურზე მოწყობილია დეზობარიერი, სადაც მგზავრები ტრანსპორტში ჩასხდომამდე შესაბამის პროცედურებს გადიან.

რაც შეეხება სარკინიგზო მიმოსვლას, მგზავრთა გადაყვანა სავარაუდოდ 15 ივნისიდან აღდგება.

საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით, მათ შორის მატარებლით გადაადგილება 24 მარტიდან შეიზღუდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button