ბრისტოლში რასიზმის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა ბრიტანელი მონებით მოვაჭრის ძეგლი წააქციეს და ნავსადგურში ჩაუშვეს (ფოტო)

მომხდარს დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მდივანი, პრიტი პატელი გამოეხმაურა და აქციის მონაწილეების საქციელი დაგმო.

„ეს საზოგადოებრივი არეულობაა, რომელსაც ყურადღება იმ საკითხისგან გადააქვს, რომელსაც ხალხი მართლაც აპროტესტებს“,- განაცხადა პატელმა​​.

ედვარდ კოლსტონი ბრიტანელი მონებით მოვაჭრე იყო. კოლსტონმა აფრიკის სამეფო კომპანიაში მუშაობა 1680 წელს დაიწყო, იმ დროისთვის კომპანია წელიწადში 5 000 მონას ყიდდა. კოლსტონს ბრისტოლში ფილანთროპის რეპუტაცია ჰქონდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button